დაბადების თარიღი: 16 ივლისი, 1939
გარდაცვ. თარიღი: 28 ოქტომბერი, 2011 (72 წლის
ასაკში)
კატეგორია: ექიმი, მეცნიერი, მოცეკვავე
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ლექსურა, ლენტეხი.
დაამთავრა თბილისის სახლმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1947 წელს გადადგა პირველი ნაბიჯები ქართული ცეკვის სარბიელზე,
პიონერთა სასახლეში არსებულ ქორეოგრაფიულ წრეში(ხელმძღვანელი ა.
ჩიხლაძე, რ. ჭოხონელიძე); 1956 წლიდან იყო ლენინური კომკავშირის
ლაურეატი ანსამბლის სოლისტი(ხელმძღვანელი ბ. დარახველიძე);
1965–1982წწ. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი;
რეპერტუარი: "ქართული", "ყარაჩოხელი", "აჭარული", "სიმდი",
"მთიულური", "ხევსურული", "ცეკვა დაირით", "ნესტან–დარეჯანის
ცეკვა"(ქორეოგრაფიული დადგმა "ქაჯეთის აღება"), "ძველი თბილისის
სურათები"; კინოფილმები: "შეხვედრა მთაში", "ტრიუმფი ლა–სკალაში",
"საქართველო – ლეგენდები და სინამდვილე", "ძველი თბილისის მელოდიები",
"რუსთაველი – 800"; არის გადაღებული დოკუმენტური კინოფილმი – "ცეკვავს
ლატავრა ფოჩიანი"(1982, რეჟისორი მ. ბორაშვილი); პოეტმა ი. ნონეშვილმა
მიუძღვნა ცნობილი ლექსი "შენ საქართველოს დედოფლობა
დაგმშვენდებოდა".მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI ფესტივალისა
(1957) და ვენის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII ფესტივალის
გამარჯვებული, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015.
– გვ. 470
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2002 - ღირსების ორდენი
1980 - საქართველოს სახალხო არტისტი
1971 - საქართველოს დამსახურებული არტისტი