ბუხუტი დარახველიძე
ბუხუტი დარახველიძე
ოფიციალური სახელი: გიორგი დარახველიძე
დაბადების თარიღი: 15 ივლისი, 1914
გარდაცვ. თარიღი: 25 ნოემბერი, 1982  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: ქ. თბილისი
კატეგორია: მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ლეხიდრისთავი, წყალტუბოს რაიონი.
 
დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1940 წელს.
 
1937 წლიდან ცეკვა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში; 1937-1938წწ. ცეკვავდა აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში; 1938-1939წწ. საკოლმეურნეო გუნდში; 1937-1941წწ. პარალელურად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; 1940-1941წწ. გახდა ამ ანსამბლის სოლისტი; 1946-1949წწ. კვლავ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში დაბრუნდა; 1951 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად; 1957 წლიდან აყალიბებდა სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლს(ამიერკავკასიის რკინიგზის კულტურის სახლის, ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს ანსამბლები, რუსთავის "სალხინო"(1965-1969), "ქუთაისი"(1970–1975)); 1976-1982წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი; მისი დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "სალხინო", "ფარიკაობა", "ზემოხეური", "ახალგაზრდული", "აწკიპულა", "ალალმე", "გოგმანი", "შურდულა", "სადარბაზო", "ძველი თბილისი"; ასევე ცეკვებს დგამდა დრამატულ თეატრებში, კინოფილმებში და საოპერო წარმოდგენებში; 1977 წელს გააფორმა ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცების" საცეკვაო სცენები მოსკოვის დიდ თეატრში.
 
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.318
 
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1973 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა X მსოფლიო ფესტივალი (ბერლინი)
1962 - საქართველოს სახალხო არტისტი
1962 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VIII მსოფლიო ფესტივალი (ჰელსინკი)
1959 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალი (ვენა)
1957 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი)