მურმან ლომთათიძე
დაბადების თარიღი: 2 დეკემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი: 27 სექტემბერი, 2006 (76 წლის
ასაკში)
კატეგორია: მოცეკვავე, ქორეოგრაფი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
1955-1962წწ. იყო ქუთაისის ახალგაზრდობის ხალხური ცეკვის
ანსამბლის, 1962-1968წწ. თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის "საბჭოთა
საქართველოს" ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელი, 1968-1974წწ.
თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის
ანსამბლის "სინათლე" მთავარი ქორეოგრაფი; საქართველოს ხალხური ცეკვის
ანსამბლის სოლისტი; 1974 წლიდან პროფკავშირების კულტურის სახლის
მთავარი ქორეოგრაფი; ქორეოგრაფიული ანსამბლის "თბილისი" სამხატვრო
ხელმძღვანელი; დადგმული აქვს ცეკვები: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ვ.
დოლიძე "ქეთო და კოტე"(ქუთაისის საოპერო თეატრი), ო. თაქთაქიშვილი
"მინდია"(მინსკის საოპერო თეატრი, ტარტუს საოპერო თეატრი),
სპექტაკლი-კონცერტი "საგალობელი თბილისს". 2016 წელს ქ.
ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე მემორიალური დაფა
გაიხსნა.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015.
– გვ. 289
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
• საქარტველოს ქორეოგრაფთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
• 1997 - ღირსების ორდენი
• 1994 - ღირსების მედალი
• 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი
• 1972 - მონღოლეთის რევოლუციის ორდენი
• 1970 - საქართველოს კომკავშირის პრემია