ელენე ჩიკვაიძე
ელენე ჩიკვაიძე



დაბადების თარიღი: 7 სექტემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი: მაისი, 1996 (85 წლის ასაკში)

კატეგორია: მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისში მ. პერინის კერძო ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1929 წელს დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (მ. რომანოვასა და ა. ვაგანოვას კლასები).

1924–1925წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1929-1941 წლებში იყო ლენინგრადის ს. კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1943-1957 წლებში კი - მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი; 1954–1956წწ. მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; 1956–1982წწ. მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტმაისტერ–რეპეტიტორი; მის ცეკვას ახასიათებდა უშუალობა, ლირიზმი. ქართული რეპერტუარი: მანიჟე(ა. ბალანჩივაძე "მთების გული", 1938, პირველი შემსრულებელი); სხვა რეპერტუარი: ჯულიეტა, ოდეტა–ოდილია(ჩაიკოვსკი "რომეო და ჯულიეტე", "გედების ტბა"), ხასინტა(კრეინი "ლაურენსია", 1939, პირველი შემსრულებელი, ბალეტმაისტერი ვ. ჭაბუკიანი), ჩერქეზი ქალი(ასაფიევი "კავკასიელი ტყვე", 1938, ბალეტმაისტერი ლ. ლავროვსკი); წლების მანძილზე იყო ვ. ჭაბუკიანის პარტნიორი; ბალეტის მოცეკვავე, ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.118; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 532; http://kino-teatr.ru/teatr/acter/w/sov/263666/bio/

ჯილდოები, პრემიები და პრიზები 1976 - რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 1948 - რსფსრ დამსახურებული არტისტი