სიმონ ვირსალაძე



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: . თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის სამხატვრო აკადემია 1931 წელს.

თავდაპირველად სწავლობდა თბილისის . თოიძის სტუდიაში, პარალელურად მეცადინეობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში; 1927 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი . შარლემანი; 1928-1931წწ. სწავლა განაგრძო მოსკოვის საკავშირო სამხატვრო-ტექნიკურ ინსტიტუტში, ფერწერის ფაკულტეტზე, პედაგოგი . რაბინოვიჩი, . შიფრინა; 1930 წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში; 1931-1938წწ., 1942-1945წწ., 1947-1951წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; თბილისში დაბრუნების შემდეგ შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწარმოები (1963, . ფალიაშვილი "დაისი"); 1937 წელს მიიწვიეს ლენინგრადში, სადაც გააფორმა . ბალანჩივაძე-. ჭაბუკიანის ბალეტი "მთების გული" (პირველი ქართული ბალეტი დაიდგა 1937 თბილისში, 1938 ლენინგრადში); 1937-1941წწ., 1945-1962წწ. იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი მხატვარი; ქართული სპექტაკლები, ოპერები: გრ. კილაძე "ბახტრიონი" (1936), . დოლიძე "ქეთო და კოტე" (1948 თბილისი, 1950 მოსკოვი), . აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა" (1951), . ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1953, 1971, ფალიშვილის დაბადების 100 წლის საიუბილეო დადგმა); ქართული ბალეტები: . ბალანჩივაძე "მთების გული" (1936 თბილისი, 1938 ლენინგრადი), . მაჭავარიანი "ოტელო" (1956); სხვა მუსიკალური დადგმები: დონიცეტი "დონ პასკუალე"1932), ვერდი "ოტელო" (1934), ჩაიკოვსკი "გედების ტბა"(1934), "მძინარე მზეთუნახავი", "მაკნატუნა", გლაზუნოვი "რაიმონდა", პროკოფიევი "კონკია", "რომეო და ჯულიეტა", შოსტაკოვიჩი "ჭანჭიკი", "ოქროს საუკუნე", ხაჩატურიანი "სპარტაკი", ადანი "ჟიზელი" (1948), კრეინი "ლაურენსია" (1948), მინკუსი "დონ კიხოტი" (1943), შოპენი "შოპენიანა" (1942), ჰერტელი "ამაო სიფრთხილე" (1945), პროკოფიევი "ივანე სუსანინი"; მხატვრული კინოფილმები: "ჰამლეტი", "მეფე ლირი"(რეჟისორი . კოზინცევი); ფილმ-ბალეტები: "ოტელო"(1960, რეჟისორი . ჭაბუკიანი), "სპარტაკი" (1977, რეჟისორი . დერბენიოვი, რეჟისორ-ბალეტმაისტერი იუ. გრიგოროვიჩი); გადაღებულია დოკუმენტურ ფილმში "ფერის მუსიკა"; მისი სახელი მიენიჭა თბილისის მერიის N1 სამხატვრო სკოლას.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015. გვ. 179; მამულიშვილთა სავანე: თბ.,1994.-, გვ. 151

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

·         სსრკ სამხატვრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1975-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

·         1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია

·         1976 - სსრკ სახალხო მხატვარი

·         1970 - ლენინური პრემია

·         1951 - სტალინური პრემია

·         1948 - სტალინური პრემია

·         1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე