ქართული (აფხაზური) ცეკვის მასტერკლასი

 
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში ქართული (აფხაზური) ცეკვის მასტერკლასი დასრულდა. მასტერკლასში 75 ქორეოლოგ-ქორეოგრაფმა და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
მასტერკლასს უძღვებოდნენ აფხაზეთის ანსამბლის შარათინ მოცეკვავეები და ქორეოგრაფები: სერგო გეგეჭკორი, ბიანა დარასელია და თემურ დარჯანია.
პროექტის მიზანია: აფხაზური საცეკვაო ნიმუშების სიღრმისეული შესწავლა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით და რა თქმა უნდა, აფხაზური ცეკვის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
აფხაზური ცეკვის მასტერკლასი ფოლკლორის ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
</span></div> </div> </div>
06.12.2021