გამოთქმა „ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნება“ მთელს იმ საცეკვაო კულტურას მოიცავს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქართული მოდგმის, ქართული ჯიშისა და ეროვნების ხალხებმა შექმნეს. ყველა ამ ცეკვას თავსი დამახასითებელი ნიშან-თვისებები გამოარჩევს, რომელთა ანალიზიც აშკარად ადასტურებს, რომ ეს ცეკვა ქართულია და ქართული წარმოშობის ხალხის მიერაა შექმნილი.
საქართველოში, ცხადია, მხოლოდ ქართველები არ ცხოვრობენ. აქ ისტორიული დროიდანვე დასახლდნენ და განვითარდნენ სხვადასხვა წარმოშობისა და ეროვნების ხალხები. მათ, შესაბამისად, თავიანთი ცეკვები, სიმღერები და პოეტური ნიმუშები შექმნეს. ყველაფერ ამას ერთად აღებულს, ერთად თავმოყრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, კულტურული საგანძური ჰქვია. ისტორიული თანაცხოვრების პირობებში სხვადასხვა წარმოშობის ხალხი გავლენას ახდენდა ერთმანეთზე, ისინი სწავლობდნენ, ბაძავდნენ ერთმანეთს, ითვისებდნენ საუკეთესო კულტურულ მიღწევებს და ამ გზით ქმნიდნენ საზოგადოებრივ სახეს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხალხი ერთმანეთისაგან მარტო ერთი სახელმწიფოს შიგნით როდი სწავლობს. გავლენებს განიცდის მეზობელი ქვეყნების კულტურაც. იყო დრო როდესაც სხვადასხვა ქვეყნების ფარგლებში მოქცეული ხალხები ერთმანეთის მიღწევებს ითვისებდნენ სამეზობლო სოფლებსა და ქალაქებში. დღეს კი, როდესაც გასაოცარ მასშტაბებს მიაღწია ტელევიზიამ, ინტერკავშირებმა, ჟურნალ-გაზეთებისა თუ წიგნების გამოცემამ, ყველაზე საუკეთესო მიგნებები სწრაფად გადადის ერთი ხალხიდან მეორეში. დადასტურებული ფაქტია, რომ ქართველი ხალხის მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილი საუკეთესო ცეკვები დღეს თავის რეპერტუარში აქვთ შეტანილი ჩრდილოეთ და სამხრთ კავკასიის ქვეყნების ანსამბლებს. ცუდი ის არის, რომ სამწუხაროდ საკონცერტო შესრულების დროს არც კი ცხადდება, რომ ეს ცეკვა ქართულია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც, ქართველებიც ვსწავლობთ სხვებისგან, ვცდილობთ ავითვისოთ სხვა ხალხების მიერ შექმნილი მიღწევები, მაგრამ ამასთან ვალდებულნი ვართ ყოველთვის გამოვაცხადოთ, რომ „სიმდი“ ოსების ცეკვაა, „აფხაზური“ აფხაზი და მისი მონათესავე ხალხის მიერაა შექმნილი, რომ არსებობს ჩეჩნურ-ვაინახური, ყაბარდოული, აზერბაიჯანული, სომხური და სხვა მსგავსი ცეკვები.
საქართველო ევროპისა და აზიის მიჯნაზე მდებარე გეოგრაფიული სივრცის- კავკასიის შუაგულში მდებარეობს. მისი უშუალო მეზობლები არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები და მხარეები: დაღესტანი, ჩრ. ოსეთი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი, ჩერქეზეთი, ყაბარდო, ადიღე, კრასნოდარი...
-საქართველოს მთლიანი ტერიორია 69,7 ათასი კვ. კმ.;
-ქვეყნის საზღვრის საერთო სიგრზე თითქმის 2000 კმ-ია;
- ყველაზე გრძელი საზღვარი საქართველოს რუსეთთან აქვს და იგი 800 კმ-ს შეადგენს;
-საქართველოს ესაზღვრება შავი ზღვა;
- კავაკსიონის მთავარი ქედი კავკასიას ორ ნაწილად ყოფს: ჩრდილოეთ კავკასიად და სამხრეთ კავაკსიად.
სამხრეთ კავაკასიაში მდებარეობს საქართველო, ოსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთის ნაწილი... ჩრდილოეთ კავაკასია მოიცავს რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკებს;
უძველესი დროიდანვე ჩვენი სამშობლო საქართველო, სხვა ქვეყნების მსგავსად დაყოფილი იყო ადმნისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებად. ეს უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს უკეთ მართვის მიზნით კეთდებოდა.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები სხვადასხვა სახის იყო. ასეთია პატარ-პატარა სამეფოები, საერისთაო, სამთავრო, სათავადო, სადროშო, რაიონი, მუნიციპალიტეტი... დღესათვის საქართველო დაყოფილია მსხვილ ტერიტორიულ ერთეულებად, რომელსაც რეგიონი ჰქვია. მასში შედის მუნიციპალიტეტები, რომელთაც ადრე რაიონს ეძახდნენ.
ცნობილია ისიც, რომ ადრე საქართველო კუთხეებად იყოფოდა და ამგვარი დასახელებები დღემდეა შემორჩენილი. კუთხეებიდან ზოგი ბარშია განლაგებული, ზოგი მთისწინეთში და ზოგიც კიდევ მთაში. ადრეულ საუკუნეებში ადამიანები უფრო ჩაკეტილად ცხოვრობდნენ, არ იყო ახლანდელი ეპოქისათვის დამახასიათებელი გადაადგილებები; ამის გამო ყველა კუთხეში ჩემოყალიბდა ცხოვრების თავისებური წესები, რომელიც საერთო ქართულ ტრადიციებსაც ეყრდნობოდა და ადგილობრივი ნიშან-თავისებურებებითაც იყო გამორჩეული. საქართველოს ყველა კუთხეში მეტყველების დროს თავისებურად უქცევენ, ესაა ე.წ. კუთხური კილოები, ასევე თავისებურად მღერიან, ცეკვავენ, ხუმრობენ, აქვთ სტუმარ-მასპინძლობის გამორჩეული წესები, ამზადებენ კერძებს, აღნიშნავენ დღესასაწაულებს, ერთმანეთისაგან განსხვავებულად აგებენ საცხოვრებელ სახლებს, თავდაცვით ციხე-კოშკებს, აფორმებენ ეზო-კარს და ა.შ. მიუხედავად ამგვარი განსხვავებისა ყველაფერი მაინც საერთოა, ყველასათვის გასაგები და მისაღებია.
იაკობ გოგებაშვილი ამბობს: ერთი და იგივე მშობლების შვილებს გვარი ერთი აქვთ, სახელები კი სხვადასხვა, ასეა ჩვენი ქვეყანაც, რომელსაც საქართველო ჰქვია, მაგრამ მის ცალკეულ ნაწილებს განსხვავებული სახელები აქვთ: კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია, რაჭა, სვანეთი... ჩვენც დავამატოთ: აფხაზეთი, სამაჩაბლო, ლეჩხუმი...
საქართველოში თითქმის ყველა კლიმატური ზონა გვხვდება: ზღვისპირეთის დაბლობი, ვაკე, ზეგანი, მთისწინეთი, მთა...განსხვავებული და მეტად მრავალფეროვანია ჰავაც. ყველაფერ ამას კი წარმოქმნის ზღვა, ზღვისპირეთი, მთა, უდაბნოს ზეგანი და ა.შ.
სახელი „კავკასია“ პირველად გვხვდება ბერძენი დრამატურგის ესქილეს ნაწარმოებში „მიჯაჭვული პრომეთე“. ეს იგივე „ამირანის“ ლეგენდა და მისი შინაარსის გამეორებით შექმნილი ტრაგედიაა. კავკასიონის მთის (საერთო სიგრძე 690კმ.) გაყოლებაზე განლაგბულია აფხაზეთი, სვანეთი, რაწა, დვალეთი, მთიულეთ-ფშავისა და კახეთის კუთხეების ცალკეული ნაწილები.
საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მინერალური წყლებით, სამკურნელო ჰავით, მოსავლიანობისათვის აუცილებელი ნოყიერი ნიადაგებით. მდიდარმა და მრავალფეროვანმა კავკასიამ მის ცენტრალურ ნაწილში, იქ სადაც საქართველო მდებარეობს ყოველნაირი პირობა მოამზადა კულტურის განვითარებისათვის, მრავალფეროვანი რელიგიური წარმოდგენების აღმოცენების და აქედან წამოსული ხელოვნების ცალკეული დარგების განვითარება- ჩამოყალიბებისათვის.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მდიდარი ბუნებრივი პირობების მეოხებით დღევანდელ საქართველოს სამხრეთ რეგიონში, კერძოდ დმანისის მიდამოებში გამოჩნდა პირველი ადამიანი. მეცნიერთა ვარაუდით მისი წინაპარი სამხრეთ აფრიკიდან უნდა ყოფილიყო გადმოსახლებული.
ეს არის სარჩო-საბადებლის ძიებაში გართული მეტ-ნაკლებად გონიერი არსება, რომელიც აფრიკის უკიდურეს სამხრეთიდან არის დაძრული და ნელ-ნელა მოიწევს ჩრდილოეთისაკენ. ამგვარ, მცოცავ გადაადგილებაში, ვინც იცის რამდენი თაობა გამოიცავლა, თუმცა საბოლოოდ და საბინადროდ იგი აღწევს დღევანდელ საქართველოს სამხრეთ ნაწილს, აქ გამოვაბულში სახლდება და იწყებს ბინადარ ცხოვრებას.,
მაშინ, როდესაც სიძველეთა მაძიებელი არქეოლოგები მე-20 საუკუნისათვის დმანისში ჩავიდნენ აქ ნაქალაქარი იყო. სწორედ აქ, ციხე-სიმაგრის (შუა საუკუნეების თავდაცვითი ნაგებობა) მიდამოებში არქეოლოგები მიადგენენ უძველესი ადამიანის სადგომ-საბინადრო ადგლებს და დაიწყეს მისი შესწავლა, აღმოცენილ იქნა თავის ქალები, მარტივი იარაღები, ცხოველთა ძვლები და სხვა ნაშთები. მაცნიერებმა დაადგინეს, რომ აქაური ადამიანი გამუდმებით იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ეძებენ საკვებს, ნადირობენ გარეულ ცხოველებზე, აგროვებენ საკვებ მცენარეებს, ეზებევ მზა სახის თავშესაფრის და ა.შ. დადგინდა ისიც, რომ აღნიშნულმა ადამიანმა ჯერ მეურნეობრიობის არც ერთი ფორმა არ იცის. მას არც მოსავალი მოჰყავს და არც ნადირ-ფრინველს იშინაურებს. მთელი მისი მიღწევები წარმატებულ ნადირობაშია გამოხატული. სანადირო ობიექტები კი აქ ნაპოვნი ნარჩენების მიხდვით მრავლადაა. ესაა ხმალკბილა ვეფხვი, მარტორქა, სპილო, ჟირაფი, სირაქლემა და ნაირ-ნაირ ფრინველი...
იარაღად იგი ქვას იყენებს; ესაა წვერწამახული ქვის ნატეხი, რომელიც იმდროინდელი ადამიანის ხელში ეტევა და რომელსაც იგი, როგორც ჩანს მარჯვედ ხმარობს.
ბუნაბრივია იბადება კითხვა- სხვა რა ცოდნა ექნებოდა ამდროინდელ არსებას? სავარაუდოა,რომ მან იცოდა ნანადირევისა და შეგროვილი საკვები მცენარეების დამუშავება, მათი მიზნობრივი ძიება, მახეების დაგება, ნადირობასთან დაკავშირებული რიტუალის შესრულება მისი მოჯადოების, მოზიდვისა და მოტყუების მიზნით. ცხადია, მას ეცოდინებოდა გამარჯვებული ნადირობის შედეგების თავისებური აღნიშვნა, სიხარულის გამოხატვა, სხვისთვის შთაბეჭდილების გაზიარება და ა.შ. ყველაფერ ამაში, ბუნებრივია არის თეატრალიზებული სანახაობის საწყისები, რიტუალისა და ცეკვის ელემენტები, თუმცა არც ართი ამ ტერმინთაგან, მაშინ რა თქმა უნდა არ გამოიყენება.
ჩვენ არა ვიცით, აქვს თუ არა ამდროინდელ ადამიანს მეტყველებითი ჩვევები. სავარაუდოა, რომ მას მეტყველბა არ გააჩნია და კომუნიკაციას ჟესტებით, სხეულის პლასტიკის ენით ახორციელებს. ესეც ცეკვის საწყისი ელემენტებია.
დრო კი გადის, თაობები მრავლდება უკვე დმანისის მიდამოებიდან ადამიანთა გარკვეული კგუფები კვლავ იწყებენ მცოცავ გადაადგილებას.
მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული სამეცნიერო- არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ადამიანთა გადაადგილება რამდნიმე მიმართულებით მოხდა. მათგან ერთმა გზამ ევროპისაკენ მოუხვია და დღევანდელ ესპანეთამდე იარა, ანუ იქამდე სანამ იგი დიდ ოკეანეს არ მიადგა, მეორე და მესამე გზა პარალელურად წავიდა აზია- შორეულ აღმოსავლეთის მიმართულებით, ამათგან ერთი გაუყვა დღევანდელი რუსეთის ქვედა აზიურ ზღვარს და თითქმის იაპონიის კუნძულებს უწია. მეორე გზამ კი აზიის თანამედროვე ინდოეთ-ჩინეთის საზღვრების გადაკვეთაზე ოკეანეთა არქიპელაგისაკენ, მათში შემავალი კუნძულებისაკენ ჩაუხვია და ავსტრალიის კონტინენტს მიუახლოვდა. ყველაფერი ამის შესახებ დღევანდელმა მეცნიერებმა არქეოლოგიური მასალების პოვნის შემდეგ შეტყვეს.
აღმოჩნდა, რომ გადაადგილების მრავალსაუკუნოვან პროცესში ადამიანთა თაობებმა აითვისეს ბუნებრივი გამოქვაბულები, იპოვეს თავის გადარჩენის გზები, შექმნეს რიტუალები და გამოიმუშავეს რელიგიური წარმოდგენები. ისინი სწავლობენ ცის თაღს, აკვირდებიან ვარსკვლავთა განლაგებას, სწავლობენ გზის გაკვლევას, სამდინარო-სა საზღვაო გზებს, ქმნიან პირველი მხატვრობის ნომუშეს, რომლებსაც გამოქვაბულის კედლებზე ასრულებენ და ა.შ.
ასე თანდათანობით, დროის მსვლელობის კვალობაზე ჩნდება ხელოვნების უველესი ნიმუშები, ოღონდ როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელვნებას აღნიშნულ საქმიანობას ვეძახით ჩვენ. პირველყოფილი ადამიანისთვის კი ეს ხელოვნება არ არის. მისთვის ესაა მისნობა, რიტუალი, ჯადოქრობა და სხვა ამგვარი, რომელიც მათი აზრით აუცილებელია საარსებო საშუალების ძიების გზაზე.
ახლა ისევ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვინაცვლოთ. მართალია აქედან უამრავი მეტ-ნაკლებად გონიერი არსება აიყარა, თავისი შთამომავლობა შექმნა და ლამის მთელ დედამიწას მოედო, მაგრამ ადგილზეც ბევრი დარჩა. ცხოვრება და დრო კი თავისი გზით მიდიოდა. ადამიანმა გააუმჯობესა იარაღები, ისწავლა ლითონის დამუშავება, გაამდიდრა რელიგიური წარმოდგენები, გააღრმავა საკუთარი ცოდნა, ხელი მოჰკიდა ბინადარ ცხოვრებას, გაიწაფა ომებში და დაიწყო სიმდიდრის დაგროვება. ყველაფერს ამას მოჰყვა მდიდარისა და ღარიბის, ბელადისა და მისი მსახურების, მხედართმთავრისა და რიგითი მეომრის გაჩენა.
შესაბამისად საჭირო გახდა კარგი იარაღი, სარიტუალო ჭურჭელი, რელიგიური შინაარსისს მატარებელი ნივთები, დიდი სარიტუალო მსვლელობები, გამარჯვების აღნიშვნა, საქორწინო თუ გარდაცვალების პროცესისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. დაგროვდა ცოდნა, რომელთაგან ზოგი ადგილობრივმა ხალხმა მოიპოვეს, ზოგი მეზობელი თუ დაპყრობილი ქვეყნებიდან შემოვიდა. ამის საუკეთესო მაგალითია „თრიალეთის დიდი ყორღანების კულტურა“.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე , ისევ და ისევ დღევანდელი დმანისის ახლო-მახლო ე.წ. თრიალეთის ზეგანზე უხსოვარი დროიდანვე იყო, ერთი შეხედვით ბუნებრივი გორაკების დიდი რაოდენობა. ერთმა ქართველმა მეცნიერმა კარგად შენიშნა, რომ დღევანდელი ადამიანი ვინც ამ გორაკებს მიადგებოდა აუცილებლად გაიხსენებდა ცნობილ ხალხურ ლექსს:
სანადიროდ გამოვიდნენ,
ამირან და ძმანი-მისნი;
გადიარეს ცხრანი მთანი,
მეათენი ალგეთისნი... და ა.შ.
ე.ი. ალგეთში ვართ, თრიალეთის ზეგანზე და თითქოს აქ შეუთხზავს ხალხურ მელექსეს ამირანის სახელოვანი მითი. მე-20 საუკუნის პირველი ნახევრისათვის მეცნიერებმა აღნიშნულ ბორცვებზე ყურადღებით შეხედეს და აღმოჩნდა, რომ აქ საქმე გვაქვს მიწით და ტყით დაფარულ შენობა-ნაგებობებთან. რაც მთავარია აქ არის დიდგვაროვანთა, ტომის ბელადთა გრანდოზული სამარხები-ე.წ. ყორღანები. ეს არის ხელოვნურად, ხის ძელებით ნაგები, დასაკრძალავი დარბაზი, რომელსაც ზწემოდან გადაყოლებული აქვს ჯერ ქვაყრილი, მერე კი მიწაყრილი.
სათქმელად იოლია, მაგრამ როგორი საქმეა მოძებნო და დაამუშაო უმაგრესი ხის ძელები, გამართო სამარხი, რომლის საერთო სიდიდე ზოგჯერ 1,5 ჰექტარია, მერე მოზიდო ყვალეფერი ამის დამფარავი ქვა, დაალაგო იგი თაღის სახით და მერე ყველაფერი მიწით დაფარო. აქ ხომ მალე ბალახი და მცენარეები ამოვა, გაჩნდება ტყე და წარმოიქმნება მთათა სისტემა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ის გარემოებაა, რომ ყორღანში არის დასაკრძალავი დარბაზი, სადაც სარეცელზე მიცვალებლი წევს. აქვეა ოთხბორბლიანი ურემი( რითაც გარდაცვლი მოასვენეს), დასაკრძალავი ნივთები, ხის მორების იატაკი, დაწნული ჭილოფი, უამრავი ადამიანის ჩონჩხი(ისინი ცოცხლად რჩებოდნენ საფლავში და დასტიროდნენ წარჩინებულს მანამ, სანამ თვითონაც არ დაიხოცებოდნენ).
სამარხში არის თიხისა და ლითონის ჭურჭელი, ბრინჯაოს შუბისპირები, ოქროს გულსაკიდები, ვერცხლისა და ვერცხლის თასები, მონეტები, სარწყაულები და ა.შ. ეს ყველაფერი დამუშავებულია მაღალი ოსტატობით, ოქრომჭედლობის კანონების ცოდნით, ცხელი და ცივი ჭედვით. წარმოვიდგინოთ ყველაფერ ამას რამდენი რელიგიური გააზრება, რიტუალის შესრულება და სანახაობის ურზუნველყოფა დასჭირდებოდა.
ე. ი. აქაც გვაქვს თეტრისა და ცეკვის საწყისები, საფერხულო მსვლელობება, როტმული მოძრაობა, უთუოდ იქნებოდა გალობა-სიმღერა, დატირების წესები და სხვა მისი მსგავსი.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მთელი ეს ურთულესი ისტორიული პროცესები, შრომოთი და საბრძოლო მოქმედებები, სამონადირეო რიტუალები, რელიგიური წარმოდგენები სრულიად აუცილებელი იყო იმისთვის, რომ წარმოშობილიყო ხელოვნების ცალკეული დარგები, თუმცა მაშინ ეს იყო ცხოვრების, ყოველდღიური ყოფის წესი, რომელიც შემდგომ იწოდა ხელოვნებად.
აქვე უნად ითქვას ისიც,რომ ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით ვინ არის ყოველივე ამის შემქმნელი ხალხი ეროვნებით, რა ენაზე საუბრობენ ისინი,აქვთ თუ არა დამწერლობა და სხვა ამგვარი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის ქართველთა უშორესი წინაპარი ხალხი, რომელიც ნლ-ნელ დაიშალა და გაიბნა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამათგან ყველაზე ადრე წავიდა ხალხი,რომელიც შემდგომში სვანებად ჩამოყალიბდნენ, მერე მოხდა მაგრულ- ჭანურ-ლაზური ელემენტის გამოყოფა, დანარჩენი კი სწორედ ისაა რაც ქართლად, კახეთად, იმერეთად და ა.შ. იწოდება. მაცნიერებს ამგვარი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას ენობრივი გარემო აძლევს- ქართულისაგან ყველაზე განსხვავებული სვანურია, მერე კი მეგრული. აფხაზურ ენაში გაძლიერებულია გვიან საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული ხალხის ლექსიკა, სხვა დანარჩენი თითქმის ერთია და ერთნაირი.
ენობრივ მასალას ემატება მითოლოგიური წარმოდგენები, მეურნეობის წესი, ჰავის ცვალებადობა, სხვადასხვა მეზობლებთან ურთიერთობა, მთისა და ბარის ცხოვრების წესების განსხვავება და ა.შ.
ყვეელაფერს, ყველა ნიშანს თუ გავითვალისწინებთ ბოლოს მაინც აღმოვაჩენთ, რომ კულტურული მიღწევებით , ფოლკლორით, მეურნეობის წესით, ცეკვა-სიმღერითა თუ პოეტური აზროვნების ნიშნებით, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით ყველანი ზემოთჩამოთვლილთაგან ერთი ხალხია, ერთი ჯიშისა და მოდგმის აღმონაცენია.
და მაინც, ყველაფერ ამაში რომ დავრწმუნდეთ, მოდით სიღრმისეულად განვიხილოთ ქართული ცეკვის ფენომენი.