ტრადიცია გრძელდება
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირში, რომელიც თავის მოღვაწეობას 2010 წლიდან, მისი ხელახალი დაფუძნებისა და აღდგენა-აღორძინების პერიოდიდან ახორციელებს, მყარ ტრადიციად ჩამოყალიბდა ზაფხულის პერიოდში, კერძოდ 1-10 ივლისს, საერთაშორისო მასშტაბის ქორეოგრაფიული ფესტივალის გამართვის ფაქტი. ფესტივალს სახელწოდებად შერჩეული აქვს `კავკასია-2011-2019... და ა.შ. ამჯერად `კავკასია 2019~-ის რიგი დადგა.
ბუნებრივია, ჩვენში არავის აქვს იმის ამბიცია, რომ ამგვარი იდეა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა, მხოლოდღა, კავშირის ადმინისტრაციაში მოღვაწე დღევანდელ სპეციალისტთა გამონაგონი თუ მიგნება იყოს. საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ფესტივალები კარგა ხანია ტარდება და თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასეთი ტიპის ღონისძიებები ტარდებოდა ჩვენამდე, ტარდება დღესაც და სამომავლოდაც უთუოდ გაიმართება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. სხვადასხვა ქვეყნის, ასევე თუნდაც ჩვენივე სამშობლოს ცალკეულ კუთხეებში მოქმედი ასობით საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ანსამბლი, მათი ხელმძღვანელები და რიგითი წევრები სწორედ ამ ტიპის ღონისძიებებზე ხვდებიან ერთმანეთს. ისინი ეცნობიან მუშაობის განსხვავებულ მეთოდებს, სტილის თავისებურებებს, სწავლობენ და მდიდრდებიან ერთმანეთისგან. ეს ფაქტი უდაოდ დადებითი მოვლენაა და მისი დადებითი შედეგების დაუნახაობა სწორი არ იქნებოდა. ამასთან არც იმის დავიწყება იქნება, რომ ზოგჯერ მასობრივი ღონისძიებებისადმი ზღვარდაუდებელ სწრაფვას უარყოფითი შედეგებიც მოსდევს. ამჯერად, ამ საზეიმო დღეებში ნეგატიურ მოვლენებზე ყურადღების გამახვილება იქნებ სასურველი არც კი იყოს, თუმცა ორიოდ საკითხის შესახებ მაინც უნდა ითქვას. პირველი მათ შორის ისაა, რომ აშკარად გამოიკვეთა რეპერტუარის სიღარიბის პრობლემა, რის გამოც ბევრი საბავშვო და ახალგაზრდული ანსამბლი მეტისმეტად დაემგვანა ერთმანეთს. აშკარად იგრძნობა აზროვნებისა და შემოქმედებითი გაქანების დეფიციტი. ორიოდ ქორეოგრაფის გარდა უმეტესობა წლიდან წლამდე ერთი და იგივე ცეკვების ჩვენებით გადის ფონს. არის მეორე საკითხიც, რომელზედაც არაერთხელ ითქვა, თუმცა პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. საქმე ისაა, რომ ჩვენში უბრალოდ არ არსებობს საბავშვო ქორეოგრაფიული რეპერტუარი და ამიტომ პატარები გულმოდგინედ იმეორებენ დიდი აკადემიური ანსამბლების რეპერტუარს.
წლევანდელ ჩვენს ფესტივალზე, რომელსაც როგორც უკვე ითქვა, `კავკასია-2016~ ჰქვია, ძალიან ბევრ ანსამბლს ველოდებით, მათ შორის უცხოეთის ქვეყნებიდან. დავიტოვებთ იმის იმედს, რომ აღნიშნული ფართომასშტაბიანი ღონისძიება ახალი იდეების, ახალი ორიგინალური მიდგომების, გამოჩენისა და სარეპერტუარო-შემოქმედებითი პოლიტიკის განახლების ეტაპი იქნება.
ქორეოგრაფთა კავშირის სახელით და პირადი კეთილგანწყობით მეც სიამოვნებით მივესაელმები ჩვენს ძვირფას აღსაზრდელებს, ახალგაზრდობას, მათ პედაგოგებსა და მშობლებს, ქორეოგრაფიული ხელოვნების ყველა მოყვარულს. ახალ-ახალ წარმატებებს, სიკეთესა და ბედნიერებას გისურვებთ ძვირფასო მეგობრებო!
გამისონია
ა(ა)იპ
კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი, ა(ა)იპ
კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი,
UNESCO-CID
ცეკვის საერთაშორისო საბჭოსა და ფოლკლორული ფესტივალების ევროპული
ასოციაცია-EAFF წევრი; საქართველოს ფაზისის საერო-სამეცნიერო
აკადემიის წევრი