მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის უმდიდრეს საგანძურში ფოლკლორულ
საცეკვაო ხელოვნებას მნიშვნელოვანი და საპატიო ადგილი უჭირავს. ცეკვა
ქართველი კაცის ცხოვრების თანამდევ მოვლენად იქცა დასაბამიდანვე და
ამიტომაც იგი ისეთსავე ქურაშია გამოწრთობილ - გამოძერწილი, როგორშიც
ქართველთა მოდგმის ხასი- ათი, მსოფლაღქმა, სამყაროსადმი მიმართება და
აზროვნების წესი ყალიბდებოდა.
უძველესი ფერხულები და სარიტუალო, სატრფიალო, სანადიმო, სადარბაზო,
სპორტული, სა - ბრძოლო თუ სალაღაბო ცეკვები, ქალაქური საცეკვაო
ფოლკლორი - ასეთია დაახლოებით ის პლასტიკურ-ფერადოვანი პალიტრა,
რომლის მარგალიტის მძივებივით აელვარებული ნიმუშების საერთო
რაოდენობის ჩამოთვლა და შინაარსობრივი მრავალფეროვნების ჩვენება ერთობ
ძნელი საქმეა.
ქართველი ერი კანონიერად ამაყობს იმით, რომ წინაპართა მიერ შექმნილი
საცეკვაო ხელოვნე - ბა ერის სავიზიტო ბარათად იქცა მთელი მსოფლიოს
მასშტაბით. არ დარჩენილა კონტინეტი და ქვეყანა, სადაც საგასტროლოდ
ჩასული ქართული ანსამბლების შემოქმედებას გულგრილი დაეტოვებინოს
მაყურებელი და ამ უკანასკნელს `ქართული საოცრების ხელმეორედ ხილვის
სურვილი არ გასჩენოდეს~.
ხელოვნების საიდუმლოებებს ნაზიარები მკითხველი უთუოდ დაგვეთანხმება,
რომ ათასნაირი სახილველით განებივრებული თანამედროვე მაყურებლის
მოხიბვლა და მისი გულის მონადირება იოლი საქმე არ არის. ამიტომაც,
ბუნებრივად ჩნდება აზრი, რომ ამგვარ წარმატებათა მიზეზი მხოლოდ
ანსამბლების ან კიდევ ცალკეულ მოცეკვავეთა საშემსრულებლო ხელოვნებაში
არ უნდა იმალებოდეს.
როგორც ჩანს, თვით ქართულ ხალხურ ცეკვაში არის იმთავითვე ჩადებული
მხატ - ვრული კოდი, რომელიც არა მარტო ერის შინაგან სულიერ
კონსტიტუციას ახმიანებს, არამედ იმ საყოველთაო და ზოგადკაცობრიულ
ღირებულებებსაც ეთანადება, რომელსაც შესანიშნავად გრძნობს კულტურული
მაყურებელი.
ქართული ხალხური ცეკვის შესახებ დღემდე ბევრი ითქვა და ბევრიც
დაიწერა, თუმცა სათქმე - ლი კიდევ უფრო მეტია და ამას მომავალი თაობა,
უთუოდ, გააკეთებს. წინამდებარე წიგნი არ არის ქართული ქორეოგრაფიული
ხელოვნებისადმი მიძღვნილი თეო - რიულ-მონოგრაფიული გამოკვლევა.
განაგრძეთ კითხვა
ქართული ცეკვის სადიდებელი