ქართული სამოსის ორნამენტი - გულიკო კვანტიძე


წიგნის შექმნის იდეა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის _ ქართული სამოსის მეცნიერულად შესწავლამ და პოპულარიზაციამ განაპირობა.
ბოლო ათწლეულში, საზოგადოების მხრიდან ქართული სამოსისადმი დაინტერესებას მოჰყვა ტერმინთა უნიფიკაცია, უხეში უზუსტობები ფორმებში, დომინანტ ფერებში, შემკულობაში და სხვ. საჭირო გახდა შექმნილიყო ისეთი ნაშრომი, რომელშიც შევიდოდა უტყუარი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ გამოიყენებდნენ ქართული სამოსის სფეროში მოღვაწე მეცნიერები, მასწავლებლები და სამოსის კონსტრუქტორები.
წიგნის შექმნის იდეა რეალობად იქცა 2016 წელს, როდესაც ფონდ FARIG - Friends of Academic Research in Georgia, მატერიალური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა წიგნის შექმნისათვის საჭირო ყველა დასახული მიზნის ასრულება.
წიგნში შესულ ექსპონატთა ძირითადი ნაწილი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიური ტანსაცმლისა და ქსოვილების ფონდსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობის ფონდში.
ასევე გამოყენებულია: გორის, ქუთაისის, სვანეთის, ბათუმის, ლაზეთის, მაჭახლისა და აკაკი წერეთლის სა- ხლ-მუზეუმში დაცული ნივთების მცირე ნაწილი.
დიდი დახმარება გაგვიწია კორშისა (დირექტორი შოთა არაბული) და თუშეთის (დირექტორი ნუგზარ იდოიძე) კერძო მუზეუმების ხელმძღვანელთა მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ და ფოტოებმა.
 

განაგრძეთ კითხვა.